• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ზიკატარის მხიარული დღეები...

სამწუხაროდ დასასრულს უახლოვდება ჩვენი ხუთდღიანი ტური ზიკატარის ულამაზეს ხეობაში. დღეს ჩვენ ვიმოგზაურეთ ჩანჩქერის დასათვალიერებლად. დაღლილები მაგრამ ბედნიერები დავბრუნდით ბანაკში.ზიკატარის ბუნებამ ლექსიც კი დაგვაწერინა "ზიკატარმა შეგვახვედრა
            ორი მოძმე ერი,
            ქართველი და სომეხი,
            ერთ სიმღერას ვმღერით.
 ნასადილევს დავისვენეთ და ყველანი შევიკრიბეთ მრგვალ მაგიდასთან საკონფერენციო დარბაზში სადაც გაუზიარეთ ერთმანეთს დღის შთაბეჭდილებები და ასევე ვისაუბრეთ ეკოლოგიურ პრობლემებზე გავეცანით ეკოტურ-2014 პროგრამას. დღის ბოლოს იგეგმება ეკოტურ 2013 დასკვნითი საზეიმო ღონისძიება რომელიც გაიმართება ბანაკის ეზოში.
პროექტმა ბავშვებს მოგვცა საშუალება გაგვემყარებინა მეგობრული ურთიერთობები ჩვენს თანატოლებთან სომხეთის სხვადასხვა კუთხეებიდან ასევე პრეზენთაციებისა და დისკუსიების მეშვეობით განვიხილეთ ეკოლოგიური პრობლემები რომელთა წინაშე იმყოფება დღეს არამარტო ჩვენი ქვეყნები არამედ მთელი მსოფლიო. მოვუწოდებთ ყველას რათა ერთად დავდგეთ ბუნების სადარაჯოზე!