• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი

 

 

ჰრაჩია ბაირამიანი ქართველი და სომეხი მკითხველისათვის კარგად ცნობილი სახეა. ჩვენი მწერლობისთვის ამ სასიკეთოდ გარჯილმა, ამაგდარმა კაცმა მთელი სიცოცხლე თვალსაჩინო ქართველიმწერლობის სომხურად თარგმნას მიუძღვნა და ახლაც შუბლზეოფლგადამდინარე, უანგაროდ და მაღალ პროფესიონალურად იღვწის ორი მოძმე ხალხის კულტურული დაახლოვებისათვის.

მან კარგად იცის რომ გლობალიზაციის ამ ულმობელ საუკუნეში სომეხ და ქართველ ხალხს ერთნაირი ამოცანა დაუსახავს-ეროვნული ცნობიერების შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

ჰრაჩია სუმბათის ძე ბაირამიანი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლოგიური მეცნიერებათა კანდიდატი /1975/, დოცენტი /1981/,სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის წევრი /1985/, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკია.

დაიბადა 1945 წლის18 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის სოფელ ბაღანისში

1963 წელს ჩაირიცხა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკუქტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის /სპარსული ენა და ლიტერატურა/ განყოფილებაზე.

1967-1968 სასწავლო წელს წარჩინებული სტუდენტთა გაცვლის წესით მოვლინებული იქნა თბილისის სახ.უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ქართული ენის შესწავლად.

1975 წელს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართულ ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში ქართულად დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1975 წლიდან  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკია.1981 წლიდან ხელმძღვანელობს ცენტრის სომხურ-ქართულ სამეცნიერო კვლევით ჯგუფს. ამავე დროს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტზე კითხულობს ქართული ენას და ქართული ლიტერატურის ისტორიას, სომხური ენას და მხატვრული თარგმნის თეორიის კურსებს.

ჰრაჩია ბაირამიანმა ქართულიდა ნთარგმნა და გამისცა რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული, ლადო ფანჯიკიძის, ნოდარ ბუმბაძის, იოსებ გრიშაშვილის, რევაზ მიშველაძის ნოველების კრებული და სხვა.

ბაირამიანი მოხსენებით გამოდის არმენოლოგიისა და ქართველოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე.