• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

წერილი საქართველოდან

  გამარჯობა, ძვირფასო ძმაო და ბათონო ჰრაჩიკ ბაირამიან!

თქვენმა დიდმა შრომამ, თქვენს მიერ შექმნილმა სახელმძღვანელომ ქართული ლიტერატურის ისტორიაში (V-XIX სს.) უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის ძალიან გაგვახარა.თქმა არ უნდა, ეს საშვილიშვილო საქმეა. გვახარებს, რომ ასე ინტერესდებიან სომხეთში ქართული ლიტერატურით, გვახარებს, რომ ქართული ლიტერატურას სომხეში ჰყავს ისეთი ქომაგი, ისეთი ღრმა სპეციალისტი, როგორიც თქვენ ბრძანდებით.ეს წიგნი ბევრს გვავალებს ჩვენც, ქართველებს და სწორედ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ამ მძიმე და რთულ დროში, როცა პატარა ქვეყნებს კი არა, მათ კულთურას კი არა მარტო, დიდი და ძლიერ სახელმწიფოებსაც უჭირთ თავიანთი ეროვნული მეობის დაცვა, შენარჩუნება და განვითარება. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.

 ლადო მინაშვილის წერილიდან.