• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

საქართველოს რესპუბლიკის სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექციის მიმართვა.

გვინდა გაცნობოთ ,რომ 2015 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით , ჩვენი სკოლა, პროექტის: ,,პარტნიორული სკოლები თბილისი - ერევანის“ ფარგლებში მასპინძლობდა სომხეთის რესპუბლიკის , ქ.ერევნის,, მხითარ სებასტაცის“ სახელობის სასწავლო კომპლექსის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. პროექტის მიზანი გახლდათ, ორი ქვეყნის მოსწავლეებს შორის კულტურული თავისებურებებისა და ადათ-წესების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.თბილისისა და ერევნის სკოლების დამეგობრება და თანამშრომლობა.მოსწავლეთა მომზადება დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაში ნაყოფიერი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის.სამყაროს მრავალფეროვნების,მისი ერთიანობის განცდისა და .გაგების განვითარება,რასთან დაკაშირებითაც შედგა ღონისძიებათა პროგრამა. შევქმენით ორი სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული კლასი.ჩავატარეთ სამოდელო გაკვეთილები: ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში,ინგლსურ ენაში,მოწვეული გვყავდა ამერიკელი სტუმარი.კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების მიზნით ჩატარდა ისტ-ის გაკვეთილი,რითაც მოსწავლეებმა გაიგეს ,როგორ გამოიყენონ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისას. მოვაწყვეთ ექსკურსია ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ჩავატარეთ კონცერტი ,,თბილისობის“დღესასწაულთან დაკავშირებით. ერევნელი მოსწავლეები ცხოვრობდნენ თბილისელ მოსწავლეთა ოჯახებში,რათა ისინი უკეთ გაცნობოდნენ ქართული ოჯახის ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობას. იყო ბევრი საინტერესო წუთი ,რომლის დავიწყბაც შეუძლებელია.საკმაოდ სენტიმენტური აღმოჩნდა გაცილების ცერემონიალიც,მაგრამ აშკარა იყო ,რომ ეს შეხვედრა უბრალოდ ვერ ჩაივლიდა. 6 ნოემბერს მივიღეთ, ,,მხითარ სებასტაცის ‘’ სახელობის სასწავლო კომპლექსის დირექტორის აშოტ ბლიანის წერილი,რომელშიც მადლობას გვიხდიდა მისი მოსწავლეების მიმართ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისათვის და პედაგოგთა და მოსწავლეთა ჯგუფს გვეპატიჟებოდა ერევანში,რომ მონაწილეობა მიგვეღო ,17-21 ნოემბერს დაგეგმილ ,,მხითარ სებასტაცის დღეებში“,რომელიც ყოველწლიურად იმართება. ჩვენი დელეგაცია 16 ნოემბერს დაიძრა ერევნისაკენ და დაგეგმილი შეხვედრა შედგა.პროგრამა გაჯერებული იყო სიურპრიზებითა და საინტერესო ღონისძიებებით. თითოეული ჩვენგანი გრძნობდა მასპინძელთა უსაზღვრო ყურადღებასა და სითბოს. ბატონი აშოტ ბლიანი ყოველმხრივ ცდილობდა ვექციეთ მათი დღესასწაულის თანამონაწილეებად.მიგვიწვია: მატარადარანში,ეჩმიაძინსა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტზე.დავესწარით ს,,მხითარ სებასტაცის ‘’ სასწავლო კომპლექსისთვის გადახდილ პარაკლისს და ერთად ვიგემეთ სომხური ,ნაციონალური ფაფა ,,ჰარისა“. უნდა აღვნიშნოთ ,რომ ერევანში გატარებული ყოველი დღე იყო ნამდვილი დღესასწაული,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მეგობარ სომეხ ხალხს, ,,მხითარ სებასტაცის“ სახელობის სასწავლო კომპლექსის პედაგოგს ,ქალბატონ რინა შაგინიანს,რომელიც გახლავთ ცოცხალი ხიდი ორი ქვეყნის მოსწავლეთა მეგობრობისა და სასწავლო კომპლექსის დირექტორს ბატონ აშოტ ბლიანს. ამ ვიზიტის შედეგად ,ორ სკოლას შორის გაფორმდა მემორანდუმი,რაც გარანტია ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისა.