• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ფიროსმანი - მარგარიტა, საიდან მოდის ლეგენდა...

ფიროსმანის ერთ-ერთ ნახატს წარმოადგენს ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტია„მარგატიტა“, იგი იყო ბევრი რომანტიული ნაწარმოებისა თუ პოემის ავტორების შთაგონების წყარო.ცნობილია, რომ მარგარიტა იყო ფრანგი მოცეკვავე. იგი საქართველოში ჩამოვიდა 1905 წელს და შეხვდა ნიკო ფიროსმანს. ნიკალას იგი თავდავიწყებით შეუყვარდა და მისი გულის მოსანადირებლად გაყიდა სახლი და ამ ფულით ვარდები უყიდა მოცეკვავე ქალბატონს.ვინ იყო, რომ ქალი, რომელიც ნიკო უყვარდა და რომელიც იყო მისი უკვდავი მისი ტილოს მუზა? ამის შესაახებ ჩვენთვის თითქმის არაფერია ცნობილი.მხატვრის თაყვანისმცემელი წერს რომ ნიკომ არ იცოდა რაიყო სიყვარული სანამ მუშტაიდის ბაღში, კაფე შაიტანში არ ნახა ფრანგი ქალბატონი რომელიც„მაზურკაზე“ მღეროდა და ცეკვავდა.. ნიკო „დასნეულდა“..იგი მისმა სიყვარულმა დაატყვევა...ნიკოს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა,შეიძლება ითქვას რომ ერთადერთი რასაც ნიკომ ცხოვრება შეალია მარგარიტა იყო. ერთ დღეს ნიკომ აღმოაჩინა რომ მარგარიტამ მიატოვა და საფრანგეთში წავიდა, რადგან ხვდებოდა რომ ვარდების ზღვის გარდა ნიკოს მისთვის არაფრის მიცემა არ შეეძლო.ამ მოლენების შემდეგ ნიკომ თავისი ბედი ვაჭრობაში სცადა. სხვადასხვა სოციალური ფენის ხალხი მოდიოდა დუქანში სადაც ნიკალას დახატვას სთხოვდნენ. სწორედ ეს იყო ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას უმთავრესი შემოსავლის წყარო.