• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ღაზაროს აღაიანი

ღაზაროს აღაიანი დაიბადა სოფელ ბოლნისში სომეხი მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
სწავლობდა თბილისში, ნერსესის სემინარიაში. 1867 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და სომხეთში. ავტორია ლირიკული ლექსებისა, პოემებისა. საბავშვო ზღაპრებისა  ასახა XIX საუკუნის  სომხური სოფლის ცხოვრება, ძველი მეურნეობის რღვევა, გლეხობის გაღატაკება და ბობოლების მომძლავრება. მემუარულ თხზულებებში „ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“ და „არათუნი და მანველი“ გამოხატულია მწერლის მოწინავე შეხედულებანი. თარგმნიდა ა. პუშკინისა და ი. კრილოვის ნაწარმოებებს. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისათვის, მოითხოვდა სკოლის განთავისუფლებას სამღვდელოების გავლენისაგან. იყო კ. უშინსკის მიმდევარი, იცავდა აღზრდის ხალხურობის პრინციპს. ავტორია სომხური ენის სახელმძღვანელოებისა („დედაენა“) და პედაგოგიური სტატიებისა.