• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

საქართველოს საელჩო სომხეთში

2023 წლის 15 მარტს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ საელჩოში უმასპინძლა სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლისა და ერევნის მხითარ სებასტაცის სასწავლო კომპლექსის სკოლის მოსწავლეებს. 
ელჩმა მადლობა გადაუხადა სკოლის წარმომადგენლებს ორი ქვეყნის ახალგაზრდა თაობებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.