• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

თოჯინების საოცარი სამყარო

გარი დავთიანის ცნობილი საოჯახო თეატრი ავლაბარში ერთ-ერთ სახლშია განთავსებული. თუ როგორ გამოიყურება თეატრი და მისი პატარა გმირები. ძველი სახლის კედლებს მიღმა დავთიანების ცნობილი საოჯახო თეატრია განთავსებული. თეატრში მრავლადაა სხვადასხვა ზომის მარიონეტები. მარიონეტების თეატრი, რომელიც გარი დავთიანმა დააარსა, უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტისაა. გარი დავთიანი ცოცხალი აღარ არის, თუმცა ოსტატის საქმიანობას მისი მეუღლე ჟანა განაგრძობს. თეატრის გმირები უბრალოდ თოჯინები არ არიან, ისინი საზოგადოებას გამოხატავენ.ყველა თოჯინა და მათი სამოსი გარი დავთიანმა შექმნა. მნიშვნელოვანია თოჯინების სამართავი მექანიზმის გამართვაც, ამბობს ჟანა დავთიანი. როგორც მეთოჯინეები ამბობენ, თოჯინა გასაცოცხლებლად მათი როლის მორგებაა საჭრო. გამოდის, რომ მარიონეტები თავად უქმნიან რითმს მეთოჯინეებს. თეატრის მაგიის გასაცოცხლებლად თოჯინები ცოცხლებივით უნდა მოძრაობდნენ. დავთიანების ოჯახში იხსენებენ, რომ რთული 90-იანი წლების გადატანაში მათ სწორედ თეატრი დაეხმარა.